რეზონანსი
04.02.2017

 აფხაზეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები, რეგიონის მოსახლეობისთვის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეთავაზებას, ქართული მხარის მორიგ სატყუარად აფასებენ.

ე.წ „ნეიტრალური პასპორტების" გეგმის ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს"-ნათქვამია სოხუმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

„ჩვენი სურვილია, რომ ეს შესაძლებლობა და ხელშესახები სარგებელი შევთავაზოთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს, რომლებიც მავთულხლართების გამო იზოლაციაში იმყოფებიან. ქართული მხარე და საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ახდენს მათ იზოლაციას"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×