რეზონანსი
04.02.2017

 აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული თანამშრომლები, საპროტესტო აქციებს ორშაბათიდან განაახლებენ. აქცია 12 საათზე, კვლავ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. უცნობია, შეუერთდებიან თუ არა პროტესტს სტუდენტები.

„რუსთავის აზოტის" ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია დღესაც გამართეს, მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

„რუსთავის აზოტიდან" 350-მდე თანამშრომელი 26 იანვარს გაათავისუფლეს. ყოფილი თანამშრომლების თქმით, საწარმო საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადავიდა და სწორედ საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობამ დაიწყო თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×