რეზონანსი
04.02.2017

 აშშ-ის პრეზიდენტმა, ახალი განკარგულება გამოსცა, რომელიც ფინანსურ სფეროში რეგულაციებს შეასუსტებს. საქმე 2010 წელს მიღებულ, ე.წ „Dodd- Frank"-ის კანონს ეხება, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დააწესეს.

კანონის შესუსტების შესახებ, ტრამპმა ბანკირებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავარ მოტივად კი კრედიტების გაცემაზე შეზღუდვა დაასახელა.

„მე მყავს ძალიან ბევრი ახლობელი, მეგობარი ბიზნესმენი, რომლებსაც აქვთ საკუთარი საქმე და არ შეუძლიათ ისესხონ ფული, მხოლოდ იმიტომ ,რომ ბანკები მათ კრედიტს არ აძლევს, „Dodd- Frank"-ის კანონის გამო"-განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

„ტრამპს ფინანსური რეფორმის შესახებ კანონპროექტში,არსებითი ცვლილების შეტანა, კონგრესის გარეშე არ შეუძლია"- განაცხადა ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა, ბერნი ფრენკმა.

„Dodd- Frank"-ის კანონი ბარაკ ობამას ინიციატივა იყო და ფინანსური სერვისის რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობდა. ტრამპის ეს გადაწყვეტილება ანალიტიკოსებმა, მეგობარი ბიზნესმენების დახმარების მცდელობად შეაფასეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×