აშშ-ის პრეზიდენტი დღეს უკრაინელ კოლეგასთან, სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Ria", თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი შაბათ-კვირას ფლორიდაში, თავის ვილაზე ატარებს. სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან, 16:45-ზე შედგება.
გაეროში უკრაინის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი კი აცხადებს,რომ შესაძლოა, პოროშენკო აშშ-ს ესტუმროს და გაეროს უშიშროების საბჭოს მინისტერიალში მიიღოს მონაწილეობა, სადაც ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე ისაუბრებენ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დღესვე, დონალდ ტრამპი, სატელეფონო საუბარს იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან გამართავს.