რეზონანსი
04.02.2017

 საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია იმართება. სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები, ხელისუფლებისგან დახმარებას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.აქციის ორგანიზატორი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაა.

ზაზა ხატიაშვილი, 10 დღის ვადაში ზარალის დათვლას და მეწარმეებისთვის მის ანაზღაურებას ითხოვს. იურისტის თქმით, სამუშაოების დასასრულებლად და შენობის გასაწმენდად,10 დღე საკმარისია.

„უნდა შეწყდეს მილიონების სისულელეში გადახდა, ვიღაც ვარსკვლავების ჩამოსაყვანად, როცა ქვეყანა გაჭირვებულია. კარ-კარ ვივლით, მთელ საქართველოს გამოვიყვანთ ქუჩაში, რამდენიმე ქალაქში გავაკეთებთ აქციას," - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×