რეზონანსი
04.02.2017

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ხვალაც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შესაძლოა, იყოს მცირე წვიმა, მთაში ღამით მოთოვს.

6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ზოგიერთ რაიონში იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ღამით თოვლია მოსალოდნელი.

4-6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით, 10-12 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 6-8 გრადუსი იქნება. ღამით ყინვები შემცირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×