რეზონანსი
04.02.2017

 ბელორუსის ლიდერი რუსეთს აკრიტიკებს და პოლიტიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ, მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ლუკაშენკოს თქმით, ქვეყნისთვის ისტორიული წარსული, თავისუფლება და დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული ნედლეული. პრეზიდენტის თქმით, ის ადეკვატურ პასუხს გასცემს რუსეთის გადაწყვეტილებას, ბელორუსთან სასაზღვრო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით.

ბელორუსის ლიდერის შეფასებით, რუსეთს ეშინია, რომ ოფიციალური მინსკი დასავლეთისკენ გადაიხრება, ამიტომ ნავთობის ექსპორტის განახევრებით დაემუქრა. ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანას გაუჭირდება, თუმცა არსებობას რუსული ნავთობის გარეშეც შეძლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×