აშშ-მა ირანს სანქციების სია გაუზარდა. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ეს არის ამერიკის პასუხი თეირანისთვის, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შექმნის გამო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შავ სიაში დამატებით, ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ფინეთის, ქუვეითის და ლიბანის მოქალაქეები, სულ 13 ფიზიკური პირი და 12 კომპანია მოხვდა.
უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის განცხადებით, ეს არის საპასუხო ნაბიჯი ირანის პროვოკაციულ ქმედებებზე, მის მხარდაჭერაზე, მარიონეტული კონფლიქტების მიმართ.
„ტრამპის ადმინისტრაცია აღარ მოითმენს ირანის პროვოკაციებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს საფრთხეს უქმნის"-განაცხადა მაიკლ ფლინმა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და აშშ ირანის მტრულ მოქმედებებზე თვალს აღარ დახუჭავს. ტრამპს გაცხადებული ჰქონდა, რომ ირანის მიმართ მეტად აგრესიულ პოლიტიკას გაატარებდა.
საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ირანისადმი მუქარა უსარგებლოა.