რეზონანსი
04.02.2017

 დონად ტრამპის განკარგულება მიგრანტთა შესახებ, ნიუ-იორკის შემდეგ, სიეტლის ფედერალურმა სასამართლომაც შეაჩერა. მიზეზი კოლექტიური სარჩელი გახდა, რომლითაც სასამართლოს, უფლებადამცველებმა მიმართეს.

ისინი მიგრანტებისთვის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის, ანტიკონსტიტუციურად აღიარებას და გაუქმებას მოითხოვენ.

სასამართლოს განცხადებით, განკარგულება საქმის მოსმენის დასრულებამდე შეჩერდა.

მიუხედავად ამისა, პარასკევს, თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა კანონიერი და სამართლიანია და მისი შეჩერების საწინააღმდეგოდ, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს საგანგებო მიმართვას წარუდგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×