რეზონანსი
04.02.2017

 საქართველოს საპატრიარქო ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხმაურება. განცხადების მიხედვით, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს. საპატრიარქოში მიაჩნიათ,რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის, დაფასებასთან და აღიარებასთან ერთად, გარკვეული გამოცდაა.

„ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი. ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ არა მარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში. ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ისტორიას და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას"-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×