რეზონანსი
03.02.2017

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დამტკიცებას განცხადებით გამოეხმაურა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება, მათ შორის სავიზო და უვიზო ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხება და არ ვრცელდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე. ნაღრძობ ლოგიკას თუ უწოდებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მსგავს რამეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სთავაზობს", - აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის წინ გააკეთა არჩევანი და არ სურს საერთო ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოსთან. „საქართველომ აგრესიის გზით სამხრეთ ოსეთის ხალხის განადგურების გეგმების განხორციელება რომ ვერ შეძლო, ახლა ცდილობს ფსონი სხვადასხვა სახის დაპირებებზე და პროპაგანდისტულ ეშმაკობებზე გააკეთოს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×