რეზონანსი
03.02.2017

 ნინო ბურჯანაძე „დღის ამბებში" საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება ნამდვილად პოზიტიური იყო, თუმცა ეიფორია, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მთავრობის წევრების მხრიდან გადამეტებული იყო.

„ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ ეევროპება, ადამიანებს თბილისში ჩამოსასვლელი ფული არ აქვთ, არათუ ევროპაში წასასვლელი. უპირველეს ყოვლისა, ისტორიული იქნებოდა, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი ვითარება, როდესაც მოსახლეობის ორ მესამედს არ შია. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ეს პოზიტიურია ისეთი ადამიანებისთვის, ვინც მიდიან კონფერენციებზე, მოლაპარაკებებზე, ხანმოკლე ვიზიტებით"- განაცხადა ბურჯანაძემ

მისივეე თქმით, შეიძლება პრობლემები აეროპორტებში შეიქმნას , თუ ვერ დაასაბუთებენ წასვლის მიზანს, თუმცა მაინც მიესალმება ამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×