რეზონანსი
03.02.2017

 პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი და მისმა საპარლამენტო მდივანმა ოფიციალური წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა უშედეგოდ, არც ვეტოს დადებამდე და არც შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ფიქრია ჩიხრაძემ დღს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც უპასუხა, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.

"თუ ასეთი ფორმატი არ მოსწონთ, მაშინ გვითხრან რაიმე სხვა ტიპის ფორმატი და მზად ვართ მივიღოთ და გავითვალისწინოთ"

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო ოპოზიციას, ისინი იზიარებენ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×