რეზონანსი
03.02.2017

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობა არ ესწრება.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს და „ნაციონალური მოძრაობის, „ევროპული საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსის" წევრები ესწრებიან.

მარგველაშვილი მათ იმ მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს წარუდგინა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×