რეზონანსი
02.02.2017

 ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელაგაციის წევრები ევროპარლამენტის წევრს, ანა გომეშს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ზოგადად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე ისაუბრეს. ანა გომეშა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. ევროპარლამენტის წევრმა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ევროპარლამენტში კენჭის ყრა რამდენიმე წუთში დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×