რეზონანსი
02.02.2017

 დღეიდან N37 მარშრუტზე 10 ახალი „მანის" ავტობუსი ივლის სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე ღამის რეისებიც აღდგება. 23 საათიდან დილის შვიდ საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე სამი ლურჟი ავტობუსი იმოძრავებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე ტურისტებს. მალე დედაქალაქის ვიზიტორები აეროპორტის ტერიტორიაზე შეძლებენ „მეტრომანის" ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან"-განაცხადა დავით ნარმანიამ

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×