რეზონანსი
02.02.2017

 წიგნის გავლენა ადამიანის გონებრივ და სულიერ სამყაროზე მრავალგზის დამტკიცებული ფაქტია, ამიტომ ამ თემაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.

უბრალოდ გეტყვით, არსებობს წიგნები, რომლებიც გონების თვალსაწიერს აფართოებს, ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის და გვეხმარება ვიაზროვნოთ უფრო მასშტაბურად.

დღეს vivus.ge-ს ბლოგი სწორედ ასეთი წიგნების შესახებ გიამბობთ და რა თქმა უნდა გირჩევთ ყოველი მათგანის წაკითხვას.

პირველი წიგნი, რომელიც ტოპ შვიდეულში მოხვდა არის ამერიკაში მოღვაწე ებრაელი ფსიქოლოგის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული კურსის ლექტორის ტალ ბენ-შახარის ნაშრომი „იყო ბედნიერი".

აღნიშნულ წიგნში ავტორი განიხილავს უბედურების მიზეზებსა და გვთავაზობს ბედნიერების ექვს კონკრეტულ რეცეპტს.

მეორე წიგნი გახლავთ ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის სონია ლიუბომირსკის „ბედნიერების ფსიქოლოგია. ახალი მიდგომა"

ამ წინგში ბედნიერება და ცხოვრებით ტკბობის უნარი მეცნიერულ დონეზეა განხილული. ავტორი დეტალურად საუბრობს გენეტიკის როლსა და სამყაროს აღქმის უნარზე, რაც მკითხველში მრავალ საინტერესო მოსაზრებას აღვივებს.

მესამე წიგნია ნორვეგიელი ჟურნალისტისბორ სტენვიკის „ყველანი ვიტყუებით: როგორ გვაქცევს ტყუილი, აფერისტობა და საკუთარი თავის მოტყუება ადამიანად?"

წიგნში სტენვიკი ტყუილის ფსიქოლოგიას მეცნიერულ დონეზე განიხილავს და ეს ნამუშევარი აღნიშნულ თემაზე დაწერილ წიგნებს შორის საუკეთესოდაა აღიარებული მთელს მსოფლიოში.

მეოთხე წიგნი გახლავთ რობერტ ტრივერსის „მოიტყუე თავი. როგორ გვეხმარება საკუთარი თავის მოტყუება გადარჩენაში"

„ჩვენ საკუთარ თავს იმაზე ხშირად ვატყუებთ ვიდრე სხვებს" - ეს ამ წიგნის მთავარი მესიჯი გახლავთ და ავტორი თავის მოტყუების ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და მიზეზებზე საუბრობს.

მეხუთე წიგნი, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას შეგძენთ არის გერმანელი ფსიქოლოგისა და ბიზნეს კონსულტანტის ჰერმან შერერის „იღბლიანები. რატომ აქვს ერთს ყველაფერტი და სხვებს არასოდეს უმართლებთ?"

მეექსვე წიგნი გახლავთ ინფორმატიკის ამერიკელი პროფესორის რენდი პაუშის ნაშრომი „უკანასკნელი ლექცია"

ეს წიგნი ავტორმა მას შემდეგ დაწერა რაც გაიგო, რომ უკურნებელი სენი სჭირდა და სიკვდილამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი.

როგორც ცნობილია, დიაგნოზის დასმის შემდეგ რენდი პაუშმა მიატოვა ოჯახი და განმარტოვდა წიგნის დასაწერად.

პროფესორმა იცოდა რომ შვილებს თავად ვეღარ გაზრდიდა და ამიტომ დაწერა წიგნი, რომელიც მათ ცხოვრებაში გამოადგებოდათ.

სიის მეშვიდე ნომერია ჟაკ სალომესა და სილვია ჰალანდის საერთო ნამუშევარი „გათავისუფლდი მარტოობისგან, ურთიერთობის ხელოვნება"

კრიტიკოსები ამ წიგნის წაკითხვის სამ მთავარ მიზეზს გამოყოფენ. მათი აზრით ფრანგი ავტორების აღნიშნული ნაშრომი მკითხველს აძლევს სიღრმეების დანახვის, სხვა ადამიანთა გაგებისა და საკუთარი შინაგანი ხმის გაგონების საშუალებას.

და ბოლოს, შეგახსენებთ, საინტერესო წიგნის შესაძენი ფულის არქონის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ vivus ge-ს და მიიღოთ ონლაინ სესხები სულ რაღაც 5,7%-ად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×