რეზონანსი
02.02.2017

 უამინდობის გამო ნაწილობრივ შეზღუდულია მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის.

ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები: თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურისა,და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს"- ნათქვამია განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×