რეზონანსი
01.02.2017

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ერთ - ერთი გამარჯვებული კომპანიისგან,ქრთამის სახით, დიდი ოდენობით თანხა აიღეს.სანაცვლოდ კი მას სამუშაოების განხორციელების პროცესში, გარკვეული უპირატესობის მინიჭებას და სამსახურებრივ მფარველობას დაპირდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×