რეზონანსი
01.02.2017

 აჭარაში დიდთოვლობას 45 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ხელვაჩაურში, სოფელ ფერიაში, დიდთოვლობის გამო სახლის სახურავი ჩამოინგრა.მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ის სახლში მარტო იყო, მეუღლე და შვილები სტუმრად იმყოფებოდნენ. ნგრევის ხმა გარდაცვლილის მეზობლებმაც გაიგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×