2017 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.
როგორც ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამინის უფლებებისთვის" წარმომადგენელი ანა არგანიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, აღნიშნული ცვლილება მხარდაჭერილი იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ამასთან, არგანიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში ამაღლებულია ცნობიერება და თავად არასრულწლოვანებიც ცდილობენ საკუთარი უფლებების დაცვას, რაც მისი შეფასებით პოზიციური ტენდენციაა, რადგან აქამდე მსგავსი რამ თითქმის არ ხდებოდა.
"აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებას წინ უძღოდა მოსამზადებელი პრიოდი, თავიდან გვქონდა კანონი, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანთა ქორწინება მშობლების ნებართვით იყო დაშვებული, წინა წელს შეიცვალა და 17-დან 19 წლამდე შესაძლებელი იყო ქორწინება სასამართლოს თანხმობით. ახლა სრულად აიკრძალა.
"ეს ცვლილება მოთხოვნილი და მხარდაჭერი იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორც გოგონების, ბავშვების უფლებების დაცვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი.
"თავიდან არასამთავრობო სექტორი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან არსებობდა რისკი, გაჩენილიყო ე.წ. იატაკქვეშეთის პრაქტიკა, ანუ არ დაერეგისტრირებინათ ქორწინება, დადებულიყო ფარული გარიგებები, თუმცა როგორც რაიონებიდან გვატყობინებენ, აღნიშნულმა ცვლიებებამ რეალური შედეგების მოტანა დაიწყო.
"ერთი მხრივ საზოგადოებაში ამაღლდა ცნიბიერება. მეორეს მხრივ თავად გოგონების მხრიდან იყო აქტიურობა. ისინი ვინც ადრეული ქორწინების მსხვერპლი ხდებიან, ახერხებენ საკუთარი უფლებების დასაცავად აიმაღლონ ხმა. აქამდე თავადაც არ იცოდნენ, რომ ადრეული ქორწინება, განსაკუთრებით იძულებით და ოჯახების გარიგებით მათი უფლებების დარღვევა იყო.
"გარდა ამისა, გააქტიურდა სამართალდამცავები ორგანოებიც. ჩემთვის ცნობილია დაახლოებით ასამდე შემთხვევა, როდესაც ადრეული იძულებითი ქორწინების გამო აღიძრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობი საქმე და ეს ყველაფერი ერთიანობაში დადებით ტენდენციას იწვევს," - გვითხრა არგანაშვილმა.
მისივე თქმით, წინა წლებში გარკვეული აზრთასხვადასხვაობა არსებობდა არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, დღესდღეობით სახლემწიფოს პოლიტიკა შეცვლილია და აღნიშნული პრობლემის გამოსასწორებლად სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს.
"გავიხსენებ, რომ 2 წლის წინ, როდესაც რიგის სამიტზე ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვთა ქორწინების საკითხს აყენებდა, გვქონდა დებატები საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელებთან, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არ იყო რეალისტური მოლოდინი. მაშინ არასამთავროო სექსტორი და სახალხო დამცველი სხვა მხარეს ვიყავით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება კი სხვა მხარეს. დღეს მე მიხარია რომ ეს პროგრესი მაინც გვაქვს.
"შეიცვალა კანონი და მისი აღსრულება. ის მხოლოდ ფურცელზე არ არის, ამ კამპანიაში ყველა ჩაერთო სოციალური სააგენტოები, მასწავლებლები, სამშობიაროები და ა.შ.
"წინა პერიოდში არ არსებობდა ოფიციალური სტატისტიკა არასრულწლოვანთა ქორწინებების შესახებ, რადგან არც სკოლებს არც სამშობიარო სახლებს არანაირი აღრიცხვა არ ჰქონდათ. თუმცა მას შემდეგ რაც, სახელმწიფომ აღნიშნული საკითხი აღაირა, როგორც პრობლემა და მისი გადაწყვეტის პოლიტიკური ნება გამოთქვა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ სტატისტიკას ყველა აგროვებს. მაგალითად სკოლებში შეიქმნა სპეციალური სარეგისტრაციო უწყისები, სადაც აღირიცვება მსგავსი შემთხვევები ასევე სამშობიაროების მხრიდან ხდება შეტყობინა, რაც ძალიან კარგია.
"აღნიშნული კანონის მიღების შემედგედ იმედია, მსგავსი სტატისტიკის წარმოება აღარ მოგვიწევს, მთავარია ჩრდილოვანი პრაქტიკაც მიყვეს ამ ცვლილებებს რისი დიდი იმედიც გვაქვს," - განაცხადა ანა არგანაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშრებით ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, "რეზონანსმა" სახალხო დამცველის მიერ წლიურ ანგარიშებში გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიძია. რომლის მიხედვითაც, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ადრეული ქორწინებაა.
2014წელის საქართველოში 18 წელს მიუღწეველ პირთა შორის ქორწინება 14%-ს შეადგენს.
2015 წელს კი განათლების სამინისტროს ინფორმაციით ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში, სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა მოაგროვა ის მონაცემები, რომლებიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღირიცხება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2014 წელს - 665. მოცემული მაჩვენებლებიდან, 95%-ის შემთხვევაში, არასრულწლოვანი გოგო იყო.