რეზონანსი
31.01.2017

 გალის რაიონის სოფელ მახუნჯიადან 48 წლის გ.ც. გაიტაცეს. ინფორმაციას „მოამბე" ავრცელებს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ექვსმა პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან იარაღის მუქარით გაიყვანა მამაკაცი. იმ დროისათვის, ოჯახში მამაკაცის მოხუცი დედა და მეუღლე იმყოფებოდნენ. შემთხვევა 4 დღის წინ მოხდა. მეუღლის განცხადებით, გამტაცებლებმა დაიბარეს, რომ თუ 200 ათას რუსულ რუბლს არ გადაიხდიან, მამაკაცს ცოცხალს ვერ ნახავენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×