რეზონანსი
31.01.2017

 საქართველოს კანადაში, კორეასა და ყაზახეთში ახალი ელჩები ეყოლება. „მოამბის" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, 1 მარტიდან კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და, ასევე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა.

ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უფლება-მოსილების განხორციელებას შეუდგება.

კორეის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას ოთარ ბერძენიშვილი დაიკავებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×