რეზონანსი
30.01.2017

 „ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ",-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა დაზარალებულების დახმარების საკითხზე, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. საქართველოს ეროვნული ბანკი კი მათ ფინანსურ ინსტიტუტებთან უშუამდგომლებს.

ფინანსთა მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ „ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები გაესაუბრა. ისინი მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნენ და დახმარებას დაპირდნენ.

„ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია შსს-ს და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×