29 იანვრის საღამოს, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოვება, პოლიტიკურ შოუდ გადაიქცა. ჰოლივუდის მსახიობები, სიტყვით გამოსვლისას ტრამპის განკარგულებას აპროტესტებდნენ. ცერემონია ემოციური სიტყვებით, 38 წლის მსახიობმა, ეშტონ კატჩერმა გახსნა.
კატჩერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მის ოჯახს პირადადაც ეხება, რადგან მისი მეუღლე, მილა კუნისი, აშშ-ში, ლტოლვილად ჩამოვიდა.
„ჩემი მეუღლე ამ ქვეყანაში ცივი ომის დროს, ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდა. ამის გამო ახლა სისხლი მიდუღს. შიშზე დაფუძნებული ერი არასდროს ვყოფილვართ. ჩვენ თანაგრძნობა სულში გვიზის",-განაცხადა მსახიობმა, საკუთარ „Twitter"-ის გვერდზე.
სიტყვით გამოსვლისას, ტრამპის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა მსახიობმა ჯულია ლუის-დრეიფუსმაც.
„მე ვარ ამერიკელი პატრიოტი და მიყვარს ეს ქვეყანა. ამიტომ შეშფოთებული ვარ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო.ეს კანონი იმიგრაციის შესახებ არის შეცდომა"-განაცხადა მსახიობმა.
დონალდ ტრამპის მიერ გაცემული განკარგულების მიხედვით, 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს, აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.