რეზონანსი
30.01.2017

ჰოლივუდის მსახიობი, ეშტონ კატჩერი, დონალდ ტრამპის განკარგულებას ეხმაურება. 38 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მის ოჯახს პირადადაც ეხება, რადგან მისი მეუღლე, მილა კუნისი, აშშ-ში, ლტოლვილად ჩამოვიდა.
„ჩემი მეუღლე ამ ქვეყანაში ცივი ომის დროს, ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდა. ამის გამო ახლა სისხლი მიდუღს. შიშზე დაფუძნებული ერი არასდროს ვყოფილვართ. ჩვენ თანაგრძნობა სულში გვიზის",-განაცხადა მსახიობმა, საკუთარ „Twitter"-ის გვერდზე.
ტრამპის განკარგულებას გამოეხმაურნენ დები კარდაშიანებიც, რომლებიც შვებულებას კოსტა რიკაზე ატარებენ.
დონალდ ტრამპის მიერ გაცემული განკარგულების მიხედვით, 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს, აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×