რეზონანსი
30.01.2017

 28-29 იანვარს, პარიზის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

გორელმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა, 125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი აიღო. ოქროს მედალი 61 კგ წონით კატეგორიაში, კიდევ ერთმა ქართველმა, შოთა ფარტენაძემაც მოიპოვა.

საერთაშორისო შეჯიბრზე, რომელიც ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების, „UWW"-ის ეგიდით გაიმართა, 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, გენო პეტრიაშვილმა, ფინალში უნგრელი დანიელ ლიგეტი, მანამდე კი ორი ამერიკელი მეტოქე დაამარცხა.

ფარტენაძემ ჯამში 4 შეხვედრა ჩაატარა, ფინალში კი ამერიკელი ჯეისონ ნესსი დაამარცხა.

ფრანგულ ხალიჩაზე ასევე ლევან მურცხავაძე, ავთანდილ კენჭაძე და დავით ტლაშაძე გავიდნენ, თუმცა ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×