„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის შემდეგ, პარტიის ყოფილმა ლიდერებმა, ახალი მოძრაობის პრეზენტაცია გამართეს. ახალი პოლიტიკური ძალის სახელი, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო" იქნება.
„არ ვაპირებთ ვიყოთ არც მე-2, არც მე-5, არც 25-ე პოლიტიკური ძალა. ვაპირებთ ვიყოთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად შექმნის მიზიდულობის ცენტრს. დღევანდელი ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟი ადგილობრივად, რაიონებიდან, სოფლებიდან უნდა დავიწყოთ, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ"-განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
„ჩვენ ვიქნებით თავზეხელაღებული ადამიანების თავისუფალი მოძრაობა, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჭაობს გთავაზობს",-განაცხადა პარტიის ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.
დავით ბაქრაძემ პრეზენტაციისას, პარტიის ყრილობაც დააანონსა. მისი თქმით, ყრილობა აპრილში გაიმართება და ყველა ფორმალური საკითხი გადაწყდება.