რეზონანსი
30.01.2017

 „ ბავშვთა სამყაროში" მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერებს ამ დრომდე აქრობენ.

ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი,რომელიც „ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ დაზარალებულებს ესაუბრა.

ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, შენობის უსაფრთხოების შესახებ, ექსპერტების დასკვნამდე, სეიფის შემოწმება ვერ მოხდება.შენობის პირველი სართული, სადაც სეიფში მოვაჭრეთა ოქრო ინახება, დაზიანებული არ არის.

დაზარალებულებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია, რომელმაც მიმდინარე გამოძიებაზე განცხადება გააკეთა. შსს-ს ინფორმაციით, მაშველების რეაქცია დაგვიანებული არ ყოფილა, თუმცა დაგვიანებული იყო შეტყობინება, რომელიც „112"-ში შევიდა.

თბილისის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, დედაქალაქის მერია იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით დაეხმაროს დაზარალებულებს. მოვაჭრეები კომპენსაციას და ალტერნატიული ფართის გამოყოფას სახელმწიფოსგან ითხოვენ.

„ „ბავშვთა სამყაროს" დირექცია ყველა პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, ველოდებით გამოძიებას. ასეთი ხანძარი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო"-განაცხადა სავაჭრო ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა.

ოფიციალური ინფორმაციით, კედლები დეფორმირებულია და არსებობს შენობის ნგრევის საშიშროება.

ხანძარი ბავშვთა სამყაროში ღამის 3 საათზე გაჩნდა და ცეცხლი მთელ შენობას მოედო. განადგურდა საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×