რეზონანსი
30.01.2017

 რუსეთის პრეზიდენტთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რესპუბლიკელი კონგრესმენები ტრამპს აფრთხლებენ, რუსეთს სანქციები არ მოუხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას „Associated Press"-ი ავრცელებს.

როგორც სენატორმა მაკ-კონელმა, „ABC"-ზე ინტერვიუსას განაცხადა, ჯობს მოიცადონ და ნახონ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი. მაკ-კონელმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მათ რჩევებს გაითვალისწინებს.

„რუსეთისთვის სანქციების მოხსნის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. პირიქით, ისინი უნდა გავამკაცროთ"- განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკ-კონელმა.

თეთრი სახლის განცხადებით, სანქციების საკითხი შაბათს, ორ პრეზიდენტს შორის თითქმის ერთსაათიანი საუბრისას არ განხილულა.

უცხოური მედია წერს, რომ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების „დათბობა" სურს და შესაძლოა ამ საკითხზე საუბარს თავი განზრახ აარიდა.

პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, შონ სპაისერი, „ABC"-ზე ინტერვიუსას აცხადებს, რომ სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„სანქიცების მოხსნა მანამ, სანამ მათი დაწესების მიზეზი მოუგვარებელია, ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის დიდი შეცდომა იქნება",- ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმენმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×