31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, ნალექი შეწყდება და ყინვა გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25 გრადუსამდე დაეცემა.ამის შესახებ პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10 გრადუსი იყოს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში კი -15, -18 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -6, -8 გრადუსამდე დაეცეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუბტროპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსების, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს.
30 იანვარს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში, ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა -2, +3 გრადუსი იქნება. დედაქალაქში შესაძლებელია მცირე თოვლი.
3-5 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.