რეზონანსი
30.01.2017

 თავდაცვის სამინისტროდან თებერვლის თვეში 3800 ადამიანის გაშვება იგეგმება. ამის შესახებ განცხადება დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გააკეთეს.

პარტიის ლიდერების თქმით, უკვე გაშვებულ და ასევე გასათავისუფლებელ სამხედროთა რიცხვი, ჯამში 10 ათასს აღწევს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯარისკაცების დათხოვნა მთავრობის პოლიტიკის ნაწილია და ხელისუფლება ქართულ შეიარაღებულ ძალებს მიზანმიმართულად ასუსტებს.

„ჯერ 1000 ადამიანი, შემდეგ 1800 ადამიანი, ახლა კადრების განყოფილებაში 3800 ადამიანის გადაყვანა მოხდა. თებერვალში არის მესამე ეტაპი ამ გათავისუფლებების და იგეგმება 3000 ადამიანის გაშვება. ამ მასშტაბით სამხედრო მოსამსახურეების გაშვება, არის ქართული ჯარის წინაშე ჩადენილი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×