რეზონანსი
30.01.2017

 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი ეწვია. მან პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს.

გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნდობის აღდგენის პროცესი. იაგლანდის თქმით, ევროსაბჭო არის ყველგან, სადაც ადამიანებს უფლებების დაცვა სჭირდებათ.

„მინდა საქართველოს ის პროგრესი მივულოცო, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწია. ევროპული ინსტიტუტები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს"-განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, 2017-2019 წლის გეგმებზე ისაუბრეს. როგორც მინისტრი ამბობს, ეს გეგმები სასამართლოს უზენაესობას და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

„მნიშვნელოვანია,რომ ევროსაბჭომ განაგრძოს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგი, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მათ იქ შეღწევის შესაძლებლობა არ აქვთ"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ტორბიორნ იაგლანდი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. გენერალური მდივანი ასევე იუსტიციის მინისტრს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება.

ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×