რეზონანსი
28.01.2017

 ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისათვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია. განცხადება დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "გარდიანი" აქვეყნებს.

"თუ ჩვენ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება, თუ ჩვენ ერთად დავუპირისპირდებით „ისლამურ სახელმწიფოს", რომელიც უნდა შევაჩეროთ, ეს კარგია და არა ცუდი," - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დღეს არის დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×