რეზონანსი
27.01.2017

 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა ძირითადად პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით წარიმართა. ამასთან, კომისიის ფარგლებში გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო იყოს დედაქალაქში და ეს თავად კონსტიტუციით განისაზღვროს. სავარაუდოდ, საქართველოს კონსტიტუციიდან იმ მუხლს ამოიღებენ, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისს გაანსაზღვრავს.

"კომისიის ერთი წევრის გარდა, ძალიან დიდი უმრავლესობა აყენებდა საკითხს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. აღნიშნულ საკითხზე იქნება ცხარე კამათი, მსჯელობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კონსტიტუციით არ იყოს განსაზღვრული პარლამენტის ადგილსამყოფელი და მოხდეს შესაბამისი მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×