რეზონანსი
27.01.2017

 საფინანსო კომპანია „საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ და პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ეროვნული ბანკისა და საფინანსო კომპანია „საქართველოს" შორის დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელებს.

„რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, აქცია თეატრალიზებული ფორმის სახით მიმდინარეობს. მონაწილეები პარლამენტის შენობასთან უმრავლესობის წევრების პორტრეტებით მივიდნენ და ასევე შეკრეს ქაღალდის ჯაჭვი, რაც, მათი თქმით, კავშირია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×