რეზონანსი
27.01.2017

 ავტოავარია თელავის რაიონის, სოფელ კახიფარში მოხდა. Mitsubishi-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მძღოლი, რომელსაც სხეულის მოტეხილობები აღენიშნება.

„რუსთავი 2-ის" ინფორმაციით დაშავებულები გურჯაანის და თელავის რაიონულ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურები.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×