გინესის რეკორდსმენი, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი გახდეს. გიორგი გალდავაძემ რეკორდის დასამყარებლად მსოფლიოში ყველაზე დიდი, 2 მეტრის სიგრძის მუნდშტუკი მოამზადა, რომელიც უკვე წარადგინა და ახლა პასუხის მოლოდინშია.
52 წლის პროფესიით მშენებელი და, როგორც თავად ამბობს, მოწოდებით კომუნისტი გიორგი გალდავაძე უკვე 10 წელია, რაც მეგობრებისთვის მუშტუკს ამზადებს. ახლა კი თავისი ჰობისთვის ფრთის შესხმა გადაწყვიტა და გინესის რეკორდში სცადა ძალების მოსინჯვა. რამდენად გამოუვა, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. თავად კი ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"მოწევის პროპაგანდას ნამდვილად არ ვეწევი, უბრალოდ მომწონს ამის მომზადება. უკვე 10 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. ვამზადებ მუედშტუკებს, რომელსაც ვჩუქნი მეგობრებს და ახლობლებს.
"ახლა კი რატომღაც გადავწყვიტე ძალების მოსინჯვა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გინესის წიგნისთვის 2 მეტრის სიგრძის მუნდშტუკი მოვამაზდე და გადავაგზავნე.
"ვინაიდან და რადგანაც იქიდან გამოხმაურება მომივიდა და რაღაც მოთხოვნების შესრულება მთხოვეს, ე.ი. დაინტერესედებიან. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დიდი იმედი მაქვს, შევძლებ გინესის რეკორდის დამყარებას.", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გალდავაძე.
ცნობისთვის საქართველოში გინესის რეკორდების ფედერაცია 2012 წელს დაფუძნდა.