საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გია ცერცვაძის პროცესის 3 თებერვლამდე გადადების შესახებ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში მოუწოდა პროკურატურასა და სასამართლოს, რომ უარი თქვან ბიუროკრატიაზე და დროულად მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
"ეს ერთგვარი საგანგაშო გზავნილია სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცებისთვის, ვინც იცავს უკრაინას. არსებობს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ექსტრადირება დაუშვებელია. რაც ახლა ხდება იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც უკრაინის დაცვისთვის იბრძვის, საფრთხის ქვეშაა და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის კორპუმპირებული უწყებების მხრიდან. მოვუწოდებ პროკურატურას და სასამართლოს, უარი თქვან ბიუროკრატიაზე და დროულად მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება", -განაცხადა სააკაშვილმა, რომლის კომენტარის თარგმანს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
სააკაშვილის თქმით, გუშინ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გია ცერცვაძის გათავისუფების დაპირება "ფეისბუქით" გასცა, "მაგრამ დღეს სხვა სურათი მივიღეთ".