რეზონანსი
24.01.2017

 საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და ლორდი რიჩარდ ბალფი ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე. ქართველი დეპუტატები საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებენ მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×