რეზონანსი
23.01.2017

 როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ემხრობა, თუ ცვლილება 2019 წლიდან ამოქმედდება.

„მომხრე ვიქნებოდი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე ჩაგვეწერა, ოღონდ ეს ჩანაწერი ამოქმედებულიყო 2019 წლიდან. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს პირდაპირ კიდევ ერთხელ ავირჩევთ"-განაცხადა უსუფაშვილმა

„როგორც ერთ დამიანს, რომელსაც ხმის თვალსაზრისით, პროცესზე არანაირი გავლენა არ მაქვს, მგონია,რომ იმ ადამიანებსაც, ვისაც გავლენა აქვთ, გვმართებს ნაბიჯების გადადგმა ერთმანეთისკენ"-განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა დღესაც გაიმართება. შეხვედრაზე თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის საკითხებს განიხილავენ. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც დაესწრებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×