უმცირესი ზომის რადიომიმღები 2 ატომის ზომისაა. მას უკიდურესად მძიმე გარემოში მუშაობაც კი შეუძლია. უახლესი რადიომიმღები მოდიფიცირებული ალმასისგან, სახელწოდებით ენვისგან შედგება. ალმასის ეს სახეობა მეცნიერებმა ამ რადიოში გამოსაყენებლად მიიღეს.
ზოგადად ალმასი მხოლოდ ნახშირბადის ატომებს შეიცავს. ენვის მისაღებად მკვლევრებმა ნახშირბადის ერთი ატომი აზოტის ატომით ჩაანაცვლეს და უნიკალური ბუნების სისტემა შექმნეს. იგი სინათლის ნაწილაკების გადატანის და ძალიან სუსტი მაგნიტური ველის აღმოჩენის უნარით გამოირჩევა. ასევე, აქვს ფოტოლუმინესცენციის უნარი, რაც, ამ შემთხვევაში, ინფორმაციის შემნახველ თვისებას გულისხმობს. მისი გამოყენება შესაძლებელია კვანტურ კომპიუტერსა და გადამცემებში. მკვლევრების ინფორმაციით, რადიო 3500 გრადუსს სითბოზეც მუშაობს. ვინაიდან, ალმასი ბიოშეთავსებადია, რადიოს ჩამონტაჟება ადამიანის სხეულშიც შეიძლება.
რადიო 5 კომპონენტისგან შედგება: კვების წყარო, სელექტორი, რესივერი, რომელიც მაღალი სიხშირის ტალღებს დაბალი სიხშირის ტალღებად გარდაქმნის, ყურსასმენები, რომელიც ტალღის სიხშირეებს არეგულირებს, ისე რომ მისი აღქმა ადამიანმა შეძლოს (16-20000 ჰერცამდე).