რეზონანსი
22.01.2017

 „ის ვერ გაგვყოფს" ამ ლოზუნგით დაიწყო მსახიობმა შაია ლებეფმა ახალი საპროტესტო პროექტი, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგაა მიმართული.

პროექტის ფარგლებში, ჩართული იქნება 4 წლიანი უწყვეტი ვიდეო ლაივსტრიმინგი, რომელში მონაწილეობაც ყველას შეუძლია. ნიუ-იორკის კინო მუზეუმთან აწყობილი საპროტესტო არტ-სტენდთან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება, დადგეს კამერის წინ და ტრამპის გაპრეზიდენტება ან მისი გადაწყვეტილებები გააპროტესტოს.

შაია ლებეფი ვიდეო სტრიმინგს მანამდეც იყენებდა თავისი პროექტებისთვის. ერთხელ თავისი ფილმების ლაივში ყურება გადაწყვიტა, მეორედ კი ლიფტში ასვლა-ჩამოსვლის პროცესს გადასცემდა მთელი დღის განმავლობაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×