რეზონანსი
21.01.2017

 „NASA"-ს კოსმოსურმა აპარატმა,  მარსზე ტალახის ნაპრალები დააფიქსირა. რაც პლანეტაზე წყლის არსებობას კიდევ ერთხელ მიანიშნებს.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Fox News" ავრცელებს.

მეცნიერების აზრით, ტალახის ფენა, სავარაუდოდ, 3 მილიარდი წლინ წინ წარმოიქმნა, შემდეგ კი დასველების და გაშრობის შემდეგ დაიბზარა.

კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები  ჯერჯერობით ფოტოებზე ასახული ნაპრალების ზუსტ იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ. უახლესი მასალები შესაძლოა მართლაც ნიშნავდეს ტალახის არსებობას, თუმცა მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ნაპრალები პლანეტაზე გაუწყლოების, გვალვის შედეგად გაჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×