რეზონანსი
21.01.2017

 ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, საინფორმაციო სააგენტო „TASS"-თან ინტერვიუსას განაცხადა.

„ეს შეიძლება არ იყოს უახლოეს მომავალში. საუკეთესო შემთხვევაში, შეხვედრა რამდენიმე თვეში გაიმართება"-განაცხადა პესკოვმა.

პუტინმა და სხვა მაღალი რანგის რუსმა პოლიტიკოსებმა ტრამპის განცხადებები საჯაროდ შეაფასეს.ისინი ელოდებიან, რომ ახალი პრეზიდენტი რუსეთს იმ სანქციებს გაუუქმებს, რომლებიც 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს.

პესკოვის თქმით, დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები წინააღმდეგობებისგან დაცლილი იქნება.

„ჩვენ მართლაც ვართ მსოფლიოს ორი უმსხვილესი ქვეყანა და შუძლებელია,რომ დაძაბულობის, ინტერესთა კონფლიქტის გარეშე ვიცხოვროთ"-განაცხადა პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×