რეზონანსი
21.01.2017

 ინაუგურაციის ცერემონიის დასრულებისთანავე დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და პრეზიდენტის სტატუსით, პირველი გადაწყვეტილებები მიიღო.

45-ე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას, სამედიცინო დაზღვევის სისტემის რეფორმირების შესახებ.

ტრამპის გადაწყვეტილებით, სამთავრობო უწყებებს დაევალათ, შეაჩერონ „ობამაქეართან" დაკავშირებული რეგულაციები და  ობამას ჯანდაცვის აქტის შესასუსტებლად,  შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებების მიზეზად, „ობამაქეარით" გამოწვეული ეკონომიკური ტვირთი დააახელა. ტრამპის თქმით, ცვლილებების მიზანი ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაა.

„ობამაქეარი" ძალაში 2014 წლის 1 იანვარს შევიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეიცვლება დაზღვევის პროგრამა, რომელიც ამ დროისთვის 20 მილიონ ამერიკელს უზრუნველყოფს.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტთან" ინტერვიუში დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მიზანია ყველა მოქალაქის დაზღვევა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×