გიორგი კვირიკაშვილი „EBRD"-ის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში „EBRD"-ის როლზე ისაუბრეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების გეგმა და მისი შემადგენელი ნაწილი, ქვეყნის სივრცითი მოწყობა იყო.
2016 წელს, „EBRD"-მა საქართველოში რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 250 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციები განახორციელა.
სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, „EBRD"-ი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს.
„2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს საქართველოში 300 მილიონი ევროს ინვესტირებას შვძლებთ. საქართველოს ინვესტორთა საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს, ძალიან გამართულად მუშაობს"- განაცხადა სუმა ჩაკრაბატიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.