რეზონანსი
20.01.2017

 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს. შეხვედრისას საუბარი დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღას" შეეხო.

გიორგი მარგველაშვილმა ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სასამართლო რეფორმაზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ვენეციის კომისიამ სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის" შესახებ უკვე გასცა რეკომენდაციები და სასურველია თუ გათვალისწინებული იქნება.

" ვეთანხმებით საკონსტიტუციო რეფორმის მიზნებსა და ამოცანებს. განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც ჩანს, რომ შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია.არსებული კონსტიტუცია გლობალურ დონეზე უკვე კარგი ტექსტია, თუმცა გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს"-განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×