რეზონანსი
20.01.2017

 ლაგოდეხში, გვიან ღამით, პოლიციელმა მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. როგორც რესტორნის მეპატრონე აცხადებს, მამაკაცი ნათლობას აღნიშნავდა და პოლიციელთან უთანხმოება შენობიდან გასვლის შემდეგ მოუვიდა.

კონფლიქტში მამაკაცმა თავისი მეგობრებიც ჩართო. სწორედ ამის შემდეგ გაუხსნა მას ცეცხლი პოლიციელმა და მუცლის არეში დაჭრა.

დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველი, რომელმაც მოქალაქე დაჭრა, რიგითი პოლიციელი იყო და ის თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია.

საქმეს პროკურატურა იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×