რეზონანსი
19.01.2017

 პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე „BP"-ის აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა.მხარეებმა „ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენის პროგრესი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების საკითხები განიხილეს.

„ეს პროექტი მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას თურქეთში და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ შევეხეთ „BP"-სა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიკროფინანსირების პროგრამების ფარგლებში"-განაცხადა რობერტ დადლიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„BP"-ის წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში აქვს. კომპანია „BP" საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს. მილსადენების ექსპლუატაციის ფაზაში ამ დროისთვის 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×